Tuesday, July 5, 2016

1. პროექტის სახელწოდება:გავუფრთხილდეთ ბუნებას.
2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას,ბუნებას,ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებს.

3. პროექტის აქტუალობა:დედამიწა საფრთხის წინაშე დგას,რასაც მოწმობს გახშირებული კატაკლიზმები, ტემპერატურის მატება, მტკნარი წყლის დეფიციტი, მყინვარების დნობა, და ტექნოლოგიური კატასტროფები.

4. პროექტის მიზანი:დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, ვიცნობდეთ გარესამყაროს, ვაანალიზებდეთ და ერთად ვაფასებდეთ რისკებს. დავსახოთ გეგმები, ვიზრუნოთ ჩვენი საერთო სახლის გადასარჩენად.

5. მონაწილის ასაკი:15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება რომ შეიქმნას:მოსწავლეების მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა,სურვილი იმისა რომ ირგვლივ ყველაფერი სუფთა და ლამაზი იყვეს. ინფორმაციის გაცვლა, თანამშრომლობა საქართველოს მწვანეებთან.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები, ლექციები, ექსკურსიები, ინტერნეტი, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოსა და შემოგარენის დასუფთავება, ნარგავების დარგვა, კედლის გაზეთის გამოშვება, შიდა სასკოლო კონფერენციის ჩატარება გარემოს დაცვის თემაზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):თამარ ღვინიაშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:treningitianeti@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:tamrikogviniashvili.blogspot.com